შინდისი

შინდისი

შინდისი

დიდი იყო ემოცია, დიდი იყო ერთად ყოფნის სურვილი! ვფიქრობდით, რომ მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა, თუნდაც უიარაღოებს, ჩვენ ხომ მამულის სიყვარულით ვიყავით ბედნიერები და მომავალს ცრემლებით ვჭედავდით თითქოს!!!

Thursday, February 20, 2014


                                                2010 წლის გამოშვება

              2010 წელი იდგა საქართველოში. ბარტყები დასაფრენად მყავდა გამზადებული და ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო მათი დამშვიდობება სკოლასთან. 2008 წლის იარები ისევ პირგახსნილი და დაუყუჩარი იყო; ისევ ბობოქრობდა დიდსა თუ პატარაში გადატანილი  უბედურების არდასავიწყებელი ბოღმა. შეურაცხყოფის, ვერგაძლების, გათელვის წამლეკავი შეგრძნება; ცრემლგამშრალი დედები, მომრავლებული საფლავები, მწარედ გახსენება ფრაზისა :"დედი, მე დავბრუნდები!!!!"
            დაბრუნდნენ: ცრმელებად და გმირებად!
            დარჩა გადამწვარი სოფლები, გადაბუგული ხოდაბუნები, რომლებსაც მე და ჩემი პატარა მათე ერთად ვიგლოვდით იმერეთიდან თბილისისკენ მომავალნი! მათე - გაფართოებული თვალებით, მე - გულგვამში  ჩაბრუნებული ცრემლებით!
            ასეთი განწყობა ჯერაც არ განელებულიყო და არც მინდოდა მისი განელება. გადავწყვიტე  ეს ცეცხლი ჩემი ბავშვების  ბოლო და პირველ გაკვეთილად მექცია; ისინიც გამომყვნენ და...
            წავედით შინდისში, სადაც გმირულად დაიღუპნენ ქართველი ვაჟკაცები, სადაც დღესაც ბრიალებს მათი სისხლი და უხმობს ყველას; ახსენებს, რომ ისინი ტყუილად არ დაღუპულან, რომ სამშობლო გასამთლიანებელია, რომ მტერი ახლოსაა და უნდა წავიდეს; მანამდე, კი იქ იქნებიან და ახლა უკვე სულებად უდარაჯებენ მამულს!
            ეს ჩვენი ბოლო ზარი იყო, ჩვენი ბოლო და პირველი გაკვეთილი. ბევრი კარგი ადამიანი გვახლდა თან: პოეტი და ჩვენი ყოფილი მოსწავლე ნინო სადღობელაშვილი, პოეტი მარიამ ხუცურაული, პოეტი მარიამ წიკლაური, რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმუნდ მინაშვილი /ამჟამად შინდისის გმირებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი/  ბექა სონღულაშვილი /ამავე ფილმის რეჟისორი/. თან გვახლდა ჩვენი დირექცია და რესურსცენტრის  წარმომადგენლები..
       ისინი სამშობლოსთვის დაიღუპნენ:
დვალიშვილი ბექა
წულაძე რუსლან
ჯიშკარიანი ვეფხია
ბარამია მარლენ
კაცაძე ზვიად
ჯანელიძე ირაკლი
გაბუნია ილია
ფორჩხიძე ნიკოლოზ
მელქაძე ლევან
ონიანი ალექსანდრე
კაკაურიძე ფელიქს
წილოსანი ემზარ
კუპატაძე შმაგი
ზოიძე რომან
ბერიძე თეიმურაზ
შეყლაშვილი ილია
კოშაძე კახა

        შებრძანდით Home-ში და იხილეთ ვიდეომასალა;

           
               

No comments:

Post a Comment